აირჩიე შენი განცხადების ტიპი, დააკოპირე ნიმუში და ჩაანაცვლე მონაცემები შენით — ფართი, ფასი, მისამართი, ტელეფონი. რაც არ გაქვს, წაშალე. რაც მეტ ინფორმაციას დაწერ, მით სრულად შეივსება განცხადება და მით უფრო სწრაფად იპოვის მყიდველი.
- 📋 დააკოპირე ნიმუში
- ✍️ შეცვალე შენი მონაცემებით
- ✨ ჩასვი AI-ის ველში — ფორმა შეივსება თავად
- 📷 დაამატე ფოტოები და გამოაქვეყნე
ბინის გაყიდვა
ბინები · ახალი და ძველი აშენებულიიყიდება 3 ოთახიანი ბინა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირი 45-ში, ვაკის პარკთან 3 წუთის სავალზე! (ნიმუში) ბინის ფართია 92 მ², აქედან 2 საძინებელი, მისაღები-სამზარეულო, 2 სველი წერტილი. დამატებით: აივანი 6 მ² და ლოჯია 4 მ². მდებარეობს 7 სართულზე, სულ 12 სართულიან ახალ აშენებულ კორპუსში, ლიფტით. ბინა ახალი გარემონტებულია, ჭერის სიმაღლე 3 მეტრი, ცენტრალური გათბობა, იყიდება ავეჯით და ტექნიკით. კორპუსს აქვს მიწისქვეშა პარკინგი, ადგილი შედის ფასში. შესაძლებელია გაცვლა უფრო პატარა ბინაზე დამატებით. ძველი ფასი: 260 000$ — ახლა ფასდაკლებით 245 000$, მცირედი ვაჭრობა შესაძლებელია. საკადასტრო კოდი: XX.XX.XX.XXX.XXX საკონტაქტო პირი: ნიმუში ტელ: 5XX XX XX XX
ბინის გაქირავება
ბინები · თვიური ან დღიური ქირაქირავდება 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას გამზირი 30, დელისის მეტროსთან 5 წუთში. (ნიმუში) ფართი: 65 მ², 1 საძინებელი, 1 სველი წერტილი, აივანი 5 მ². სართული: 9 / 16, ლიფტით, ახალი აშენებული კორპუსი. მდგომარეობა: ახალი გარემონტებული, ცენტრალური გათბობა, ჭერი 2.8 მ. ავეჯით და ტექნიკით (კონდიციონერი, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი). პარკინგი: ეზოში. ქირა: 900$ თვეში + კომუნალურები, წინასწარ 1 თვე + დეპოზიტი. მინიმალური ვადა: 1 წელი. შინაური ცხოველი — შეთანხმებით. საკონტაქტო პირი: ნიმუში ტელ: 5XX XX XX XX
სახლი / აგარაკი
სახლები და აგარაკებიიყიდება 2 სართულიანი კერძო სახლი წყნეთში, თბილისიდან 15 წუთში. (ნიმუში) სახლის ფართი: 180 მ², მიწის ფართი: 600 მ². ოთახები: 5, აქედან 3 საძინებელი, 2 სველი წერტილი, ვერანდა 25 მ². მდგომარეობა: კარგი რემონტი, გათბობა — იატაკის, გარაჟი 1 მანქანაზე. ეზო: ხეხილი, ავზი, ღობე, ცენტრალური წყალი და გაზი. დოკუმენტები: საკუთრება რეგისტრირებულია. ფასი: 195 000$, ვაჭრობა შესაძლებელია. საკადასტრო კოდი: XX.XX.XX.XXX.XXX საკონტაქტო პირი: ნიმუში ტელ: 5XX XX XX XX
მიწის ნაკვეთი
მიწის ნაკვეთებიიყიდება არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მცხეთაში, ცენტრალური გზიდან 200 მეტრში. (ნიმუში) მიწის ფართი: 1500 მ². დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, შესაფერისია საცხოვრებელი სახლისთვის ან სასტუმროსთვის. კომუნიკაციები: დენი და წყალი ნაკვეთთან, გაზი — 100 მ-ში. მისასვლელი: ასფალტის გზა, ხედი მთებზე. ფასი: 60$ კვ.მ-ზე, სულ 90 000$. საკადასტრო კოდი: XX.XX.XX.XXX.XXX საკონტაქტო პირი: ნიმუში ტელ: 5XX XX XX XX
კომერციული ფართი
მაღაზია, აფთიაქი, ბანკი, კაფე — ქირით ან გასაყიდადქირავდება კომერციული ფართი ვაკეში, აბაშიძის ქუჩა 20, პირველი ხაზი. (ნიმუში) ფართი: 120 მ², პირველი სართული, ვიტრინა ქუჩაზე, ცალკე შესასვლელი. ჭერი: 3.5 მ, სველი წერტილი 1, ცენტრალური გათბობა. მდგომარეობა: თეთრი კარკასი — დასრულდება მოიჯარის მოთხოვნით. შესაფერისია: აფთიაქი, მარკეტი, ბანკის ფილიალი, კაფე. პარკინგი: ქუჩაში. ქირა: 3 500$ თვეში, მინიმუმ 3 წელი. საკადასტრო კოდი: XX.XX.XX.XXX.XXX საკონტაქტო პირი: ნიმუში ტელ: 5XX XX XX XX
ოფისი
ოფისები — ყიდვა-გაყიდვა და იჯარაიყიდება ოფისი ბიზნეს ცენტრში, საბურთალო, ყაზბეგის გამზირი 15. (ნიმუში) ფართი: 85 მ², 3 ოთახი, სამზარეულო, 1 სველი წერტილი. სართული: 6 / 14, ლიფტით, 24 საათიანი დაცვა. მდგომარეობა: ახალი გარემონტებული, ავეჯით. გათბობა: ცენტრალური, პარკინგი: მიწისქვეშა. ამჟამად გაქირავებულია 1 400$-ად — შესაფერისია ინვესტიციისთვის. ფასი: 170 000$. საკადასტრო კოდი: XX.XX.XX.XXX.XXX საკონტაქტო პირი: ნიმუში ტელ: 5XX XX XX XX
მოქმედი ბიზნესის გაყიდვა
იყიდება ბიზნესი — კაფე, მაღაზია, სერვისი, წარმოებაიყიდება მოქმედი კაფე თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე. (ნიმუში) სფერო: კვება, კაფე. ბაზარზე: 4 წელი, თანამშრომლები: 6. თვიური ბრუნვა: 45 000 ₾, ხარჯები: 33 000 ₾, წმინდა მოგება: 12 000 ₾. ფართი: 90 მ², იჯარით — 2 500 ₾ თვეში, ხელშეკრულება 2029 წლამდე. ფასში შედის: სრული აღჭურვილობა, ავეჯი, ბრენდი, სოციალური გვერდები, მომწოდებლების ბაზა. გაყიდვის მიზეზი: მფლობელი საზღვარგარეთ გადადის. დოკუმენტები: ბუღალტერია და POS-ის ამონაწერები — მოლაპარაკებისას. ფასი: 120 000$, შეთანხმებით. საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ): XXXXXXXXX საკონტაქტო პირი: ნიმუში ტელ: 5XX XX XX XX
ბიზნესის წილი
იყიდება ბიზნესის წილიიყიდება მოქმედი სილამაზის სალონის 40% წილი, ბათუმი, ცენტრი. (ნიმუში) სფერო: სილამაზე. ბაზარზე: 3 წელი, თანამშრომლები: 8. თვიური ბრუნვა: 30 000 ₾, წმინდა მოგება: 8 000 ₾ (წილზე მოდის 3 200 ₾). ფართი: იჯარით, 1 800 ₾ თვეში. რატომ ვყიდი წილს: ახალი ფილიალის გახსნისთვის ვეძებ პარტნიორს. წილის ფასი: 45 000$. საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ): XXXXXXXXX საკონტაქტო პირი: ნიმუში ტელ: 5XX XX XX XX
ეძებს ინვესტორს
საინვესტიციო პროექტი, სტარტაპი, გაფართოებავეძებთ ინვესტორს ხორცის გადამამუშავებელი საამქროს გაფართოებისთვის, კახეთი. (ნიმუში) სფერო: წარმოება. ეტაპი: მოქმედი ბიზნესი, 2 წელი ბაზარზე. საჭირო ინვესტიცია: 150 000$. შეთავაზება: 25% წილი (ან სესხი — შეთანხმებით). მოსალოდნელი ამონაგები: 20–25% წელიწადში, ანაზღაურება 4 წელში. თანხის გამოყენება: ახალი ხაზი — 90 000$, მაცივარი — 35 000$, საბრუნავი თანხა — 25 000$. დოკუმენტები: ბიზნეს გეგმა და ფინანსური ანგარიშები — NDA-ს შემდეგ. საკონტაქტო პირი: ნიმუში ტელ: 5XX XX XX XX
ფრენჩაიზი
ფრენჩაიზის გაყიდვა ან პარტნიორის ძებნავყიდით ფრენჩაიზს — ბრენდი „ნიმუში ყავა“, ყავის წერტილები. (ნიმუში) სფერო: კვება. მოქმედი წერტილები: 12 (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი). როიალტი: ბრუნვის 5%, ერთჯერადი შენატანი 10 000$. საჭირო ინვესტიცია: 35 000–50 000$ (ფართი 20–40 მ²). მხარდაჭერა: ტრენინგი, დიზაინი, მომწოდებლები, მარკეტინგი, ოპერაციული სტანდარტები. საკონტაქტო პირი: ნიმუში ტელ: 5XX XX XX XX
აღჭურვილობა
კაფე-რესტორნის, მაღაზიის, საწარმოო ტექნიკაიყიდება კაფე-რესტორნის აღჭურვილობა, თბილისი. (ნიმუში) მდგომარეობა: მეორადი, გამართული. ბრენდი: Rational, წელი: 2021. რაოდენობა: 1 კომპლექტი. შედის: კომბი-ღუმელი, ყავის აპარატი, 2 მაცივარი, უჟანგავი მაგიდები, ჭურჭელი 60 კაცზე. ფასი: 18 000 ₾, ვაჭრობა შესაძლებელია. საკონტაქტო პირი: ნიმუში ტელ: 5XX XX XX XX
ნიმუშებში ტელეფონი და კოდები დაფარულია (5XX…, XX.XX…) — ჩაწერე შენი. პირადი ნომერი ტექსტში არ ჩაწერო: ის საჭიროების შემთხვევაში ფორმაში ცალკე ივსება და საიტზე არ ჩანს.

