NULI.GE — ონლაინ საბროკერო სააგენტო. ვეძებთ ადამიანებს, ვისთანაც ონლაინ ვითანამშრომლებთ: დამოუკიდებელ ბროკერებს და პარტნიორ სპეციალისტებს (კონტრაქტორებს). მუშაობა მოქნილი გრაფიკით, საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან.
ℹ თანამშრომლობის პირობები
- ყველაფერი ონლაინ — რეგისტრაცია, ხელშეკრულება, დავალებები, კლიენტები და ანგარიშსწორება ვებ-გვერდის პირად კაბინეტში.
- ეს არ არის შტატიანი პოზიცია: თანამშრომლობა მიმდინარეობს კონტრაქტორის სტატუსით (მომსახურების ხელშეკრულება), ანაზღაურება — შესრულებული სამუშაოს / გამომუშავების მიხედვით.
- რეალური სამუშაოების ღირებულებას (აუდიტი, გადაღება, ვერიფიკაცია) ერთობლივად განვსაზღვრავთ — რეალური საბაზრო ღირებულების მიხედვით.
- ბროკერის ანაზღაურება — საკომისიოს წილი დასრულებული გარიგებიდან.
💼 ონლაინ ბროკერი
- საკომისიოს 40% დასრულებული გარიგებიდან (გაყიდვა — 3%, იჯარა — 1 თვის ქირა)
- კომერციული ფართები, ოფისები, ბიზნესის ყიდვა-გაყიდვა და ინვესტიციები
- პირადი კაბინეტი, ბმული, დაცული კლიენტები, საჯარო პროფილი და შეფასებები
- შესაძლებელია პირობების ვერიფიკაციის შეთავსებაც — ვერიფიცირებული განცხადება საიტზე გამოირჩევა
⚖ საბუღალტრო და იურიდიული აუდიტი
ფინანსური ანგარიშგების, ვალდებულებებისა და დოკუმენტაციის შემოწმება პარტნიორ სპეციალისტებთან ერთად. ვეძებთ ბუღალტრებს, აუდიტორებს და იურისტებს, რომლებიც ჩაატარებენ due diligence-ს გაყიდვამდე ან ინვესტიციამდე.
გახდი პარტნიორი📷 ვერიფიცირებული ფოტო/ვიდეო
ობიექტის ადგილზე გადაღება NULI-ს გუნდის მიერ — ნამდვილი ფოტოები და ვიდეო. ვეძებთ ფოტოგრაფებს და ვიდეოგრაფებს სხვადასხვა ქალაქში.
გახდი პარტნიორი
